კალათბურთი

13:55 | 8.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 16-წლამდელებმა თურქეთის ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულეს

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთის წარმომადგენლობითი საერთაშორისო, 12-გუნდიანი ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულა. ქართველებმა უკან მოიტოვეს მონტენეგრო, რუსეთი, სერბეთი და გერმანია, ხოლო მოწინავე ადგილები თურქეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ლიტვამ, ბოსნიამ, ჩინეთმა და ლატვიამ დაიკავეს.

ეს უკანასკნელი შეხვდა საქართველოს მე-7 ადგილისთვის მატჩში. ლატვიელები საქართველოსთან ერთად ჯგუფშიც იყვნენ და 4 თებერვლის მატჩში ნიკო ჩერქეზიშვილის შეგირდები 66:49 დაამარცხეს. დღევანდელ მატჩში კი ბალტიისპირელებმა 60:44 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში 10-ქულიანი ზღვარი აკაკი ფიფიამ დაძლია, რომელმაც 12 ქულა მიითვალა. ზაურ ჯანელიძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. მან 9 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. გოგა ბითაძის ანგარიშზე კი 8 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.

ამით საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა და თბილისში დაბრუნდა.

თურქეთის ფედერაციის 16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი. 7 თებერვალი. კონია

საქართველო 44:60 ლატვია

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126372