ალბათ ყველამ იცით, რაც არის კონკურსი “მის ბუმ ბუმ” და თუკი არ იცით, გაგახსენებთ, რომ ესაა ბრაზილიაში უკვე ტრადიციად ქცეული ქალბატონების კონკურსი, სადაც არც მეტი, არც ნაკლები, წლის ყველაზე ლამაზ უკანალიან ქალებს არჩევენ და აჯილდოვებენ კიდეც.
ლამის ყველა ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბს ჰყავს თავისი “მის ბუმ ბუმი” და ასეთ კონკურსში გამარჯვებული ასულები, როგორც წესი, ფეხბურთელებშიც ერთობ პოპულარულები არიან, რაც რა თქმა უნდა არაა გასაკვირი, რადგან ლამაზი საჯდომი მართლაც რომ დიდ გასავალშია.
მექსიკელებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, ჩვენ ბრაზილიელებზე ნაკლებნი რითი ვართო და მეხიკოშიც დაიწყო “მის ბუმ ბუმის” კონკურსის გამართვა. ამ დიდებული კონკურსის პირველი მექსიკელი გამარჯვებული, მისი უუკანალესობა, მოდელი დენიზ გარსია გახლავთ. ამ ქალმა უნდა თქვას კონკურსი მე მოვიგე და უკანალიც მე მქონიაო..







