ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე პრინციპული თამაში მოიგო ქუთაისის გუნდმა. წინა ჩემპიონატს ვერცხლის პრიზიორის, ბათუმის დამარცხების შემდეგ დღეს ქუთაისელებმა აჯობეს საქართველოს თასის მფლობელს, სამტრედიას - 32-31.
სამტრედიამ 20-18 მოიგო პირველი ნახევარი, მეტოქეს განსაკუთრებით სწრაფ შეტევაში აჯობა, ხოლო მეორის დასაწყისში 23-20 დაწინაურდა, თუმცა, ამის შემდეგ კრიზისი დაუდგა. სამტრედიელები ვერ გაუმკლავდნენ მეტოქის უკანახაზელთა სამეულს (ყაველაშვილი-კბილაშვილი-კვერნაძე), რომელმაც ჯამში 26 გოლი გაიტანა. დაცვაში კარგად იდგნენ ჩიხლაძე და უჩა მაისურაძე, ვინც მეორე ტაიმში მეტოქის რამდენიმე დარტყმა დაბლოკა. შედეგად, დასრულებამდე 7 წუთით ადრე ქუთაისი წინ იყო - 29-26, მაგრამ მომდევნო სამ შეტევაში სამტრედიამ ანგარიში გაათანაბრა - 29-29. გადამწყვეტი გამოდგა აკაკი ყაველაშვილის გოლი დასრულებამდე 2 წუთით ადრე, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა - 32-31 ქუთაისის სასარგებლოდ.
დღის დანარჩენ სამ მატჩში პეგასმა მოუგო იმედს (34-21), ბათუმმა - ფოთს (40-27), ხოლო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა - ქარიშხალას (33-29). მეორე ტაიმის დასაწყისში ქარიშხალას ჭაბუკები გიგი ფერაძისა (11 გოლი) და ლუკა ბულბულაშვილის (10) წყალობით ერთი ბურთით დაწინაურდნენ, მაგრამ მამია კობახიძემ (10) მაინც გარდატეხა თამაში.
შაბათს მთავარი მატჩია ბათუმი-სამტრედია, რომელიც ორის ნახევრზე დაიწყება. ძალიან საინტერესო უნდა იყოს პეგას-ქარიშხალას თამაშიც. გლდანში ხვალ ჩემპიონატის პირველი წრე სრულდება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს 2015 წლის ჩემპიონს უკვე პლეიოფში გამოავლენს.
საქართველოს ჩემპიონატი. კაცები
გლდანი, 6 თებერვალი
ქუთაისი-სამტრედია 32-31
ქუთ: ანდრიაძე - ყაველაშვილი 11, კბილაშვილი 8, კვერნაძე 7, მათნაძე 3, უ. მაისურაძე 1, ჩიხლაძე 1, ჯუღელი 1, მერკვილაძე
სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე - წივწივაძე 6, გ. იობაშვილი 6, ხაჟომია 6, თევზაძე 5, ნიკურაძე 5, გ. კობახიძე 2, ზურაბიანი 1, ი. ნარსია
პეგასი-იმედი 34-21
პეგ: ცინცაძე - დიხამინჯია 10, ცხვარაშვილი 9, აბჟანდაძე 6, ბაძაღუა 4, ზარნაძე 2, კოხრეიძე 1, გიორგაძე 1, გაწერელია 1, ნ. მაისურაძე, პეტრიაშვილი
იმ: ხარაიშვილი, ლილუაშვილი, ლორია - რუსტამოვი 6, მიქავა 4, ბაზანოვი 3, ზ. იობაშვილი 2, ჰუსეინოვი 2, თურქაძე 1, მელაშვილი 1, ბაინაზიშვილი, ჩიკვილაძე, ზაალიშვილი, გოგუა, მღებრიშვილი, ფურცელაძე, ყორიაული
ფოთი-ბათუმი 27-40
ფოთ: ჭანტურია, ზარგინავა - ალანია 12, მიქაძე 4, ა. ხუნჯუა 3, ბიბილეიშვილი 3, ჟვანია 2, ბაჯალაძე 2, ბერაია 1, ზარქუა
ბათ: ცერცვაძე - გამზარდია 9, გოგალაძე 7, აბრამიშვილი 7, გრიშიკაშვილი 4, ქარდავა 3, ვინოგრადსკი 3, ამირანაშვილი 2, სურმავა 2, ჯორბენაძე 1, გოგიჩაიშვილი 1, ჭანტურია 1, ბერძენიშვილი, ქავთარაძე, ვარშანიძე
ქარიშხალა-სტუ 29-33
ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი - გ. ფერაძე 11, ბულბულაშვილი 10, არსენაშვილი 3, ზ. ფერაძე 3, ლ. მამულაშვილი 2, ჭინჭარაძე, კორაშვილი, სხვიტარიძე
სტუ: ა. სამიტაშვილი, მღებრიშვილი - მ. კობახიძე 10, გვაზავა 8, გოგოლაძე 6, სტურუა 5, აბაშიძე 2, ჭელიძე 2, აბდულაევი, ბეჟანიშვილი
მსაჯები: ა. კომახიძე, ე. არაბული, ი. ჭკუასელი
------------------თ—მ—ფ--წ—----ბ------ქ
სტუ-------------6—6—0—0--209-170-12
ქუთაისი--------6—4—0—2--184-165--8
ბათუმი---------6—4—0—2--187-164--8
სამტრედია-----6—3—1—2--209-179--7
პეგასი-----------6—3—1—2--175-158--7
ქარიშხალა------6—2—0--4--183-198--4
ფოთი-----------6—0—1--5--179-225--1
იმედი-----------6—0—1—5--136-203—1
7 თებერვალი
12:00 ქუთაისი-ფოთი
13:30 ბათუმი-სამტრედია
15:00 სტუ-იმედი
16:30 პეგასი-ქარიშხალა







