ფეხბურთი

19:34 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარიმ პერუელები უარით გაისტუმრა

პერუს ფეხბურთის ფედერაციამ “გრემიოს” მთავარ მწვრთნელს ლუიშ ფელიპე სკოლარის დაახლოებით 2 კვირის წინ პერუს ეროვნული ნაკრების გაწვრთნა შესთავაზა.

El Publico-ს ცნობით, სკოლარიმ პერუს ფეხბურთის ფედერაციას უარი განუცხადა. წყაროს ცნობით, ბრაზილიელი შეთავაზებულმა ჰონორარმა არ დააკმაყოფილა, რაც უარის მთავარი მიზეზი გახლდათ.

სკოლარიმ 2002 წელს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა, ხოლო 2014 წელს ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110809