ფეხბურთი

12:38 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალმა” “რაბოტნიჩკის” აჯობა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებისთვის “ცხინვალი” თურქეთში ემზადება და კახა კაჭარავას შეგირდებმა კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა მაკედონიის “რაბოტნიჩკისთან” ჩაატარეს, რომელშიც 1:0 გაიმარჯვეს.

ცხინვალელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა კაჭარავამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

პირველი ტაიმი: ნადირაძე (კაპ.), ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, იმედაშვილი, ნ. ჯიშკარანი, მახარობლიძე, ქარდავა, შინდაგორიძე, მარკოზაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ივანიშვილი.

შესვენების შემდეგ შეცვლაზე ითამაშეს: სოსლან ნანიევი, ცერცვაძე, გიორგაძე, ბურძენაძე, მაისაშვილი, მუმლაძე, რუხაძე, ლექვთაძე, ახვლედიანი, არაბული.

“ცხინვალს” გუნდის ახალწვეულმა რატი ცაცკრიალაშვილმა მოაგებინა, რომელმაც მე-40 წუთზე ვასილ ბაჩიაშვილის პასი გამოიყენა.

7 თებერვალს ცხინვალელები რუმინეთის პირველი ლიგის ლიდერ “ვოლუნტართან” ისპარინგებენ და საქართველოში გამოეშურებიან.

თეგებიცხინვალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063818