ფეხბურთი

22:32 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

 მოიესი: “მანჩესტერის” ფეხბურთელებს წონის პრობლემა ჰქონდათ”

“სოსიედადის” შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ფეხბურთელთა კვებასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

“მანჩესტერის” ფეხბურთელებს წონის პრობლემა ჰქონდათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩიფსები იყო, რომელსაც ფეხბურთელები დიდ რაოდენობით მიიღებდნენ. ვფიქრობ, ჩიფსები წონის მომატებას უწყობს ხელს და მისი მირთმევა ფეხბურთელებისთვის რეკომენდირებული არაა”, - აღნიშნა მოიესმა ფოურფოურტწო-თან მიცემულ ინტერვიუში.

რიო ფერდინანდმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გააკრიტიკა დევიდ მოიესი. ვეტერანი მცველის თქმით, მოიესი ფეხბურთელებს ჩიფსების ჭამას უკრძალავდა, რაც რიოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103505