6 თებერვალს, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თაოსნობით, ფესტივალში მოხალისედ დარეგისტრირებულ ახალგაზრდებს შორის სათხილამურო შეჯიბრება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას 90 მოხალისე მიიღებს. თხილამურებით რბენაში ერთმანეთს 20 გოგონა და 20 ბიჭი დაუპირისპირდება. შეჯიბრება 12:00 საათზე დაიწყება და დასრულდება 15:30 საათზე. გამარჯვებულებს საორგანიზაციო კომიტეტი გამოავლენს და მათ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვებს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალ „თბილისი2015“-ის დაწყებამდე 5 თვე დარჩა. ყოველდღე მიმდინარეობს მოხალისეების რეგისტრაცია, ყველა სტუდენტს და პოტენციურ მოხალისეს შეუძლია შეუერთდეს 1 მარტამდე „თბილისი 2015-ის“ გუნდს და მიიღოს მონაწილეობა სპორტულ და სახალისო აქტივობებში.
რეგისტრაციის საიტი: http://tbilisi2015.com/







