ფეხბურთი

11:40 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასილასი იეროს დაეწია და მეშვიდეა

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გადადებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა (“სევილიასთან” 2:1).

“სამეფო კლუბის” ოფიციალური საიტის ცნობით, ეს 33 წლის კარის დარაჯისთვის 497-ე შეხვედრა იყო ესპანეთის ჩემპიონატის ელიტარულ დივიზიონში და ამ მაჩვენებლით გუნდის ყოფილ ნახევარმცველ-მცველ ფერნანდო იეროს გაუტოლდა.

ახლა ისინი ამ მაჩვენებლით მე-7 ადგილს იყოფენ და კასილასს სეზონის ბოლომდე წინსვლის კარგი შანსი აქვს, რადგან მე-6 ადგილზე 504 მატჩით “ბარსელონას” ყოფილი მცველი მიგელ სოლარია.

კასილასი პრიმერა დივიზიონში მე-16 სეზონს ატარებს და ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ მოიპოვა. 497 თამაშიდან მან 326 გამარჯვება მოიპოვა, 85-ჯერ ფრედ ითამაშა და 86 შემთხვევაში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113253