არგენტინული ფესვების მქონე პერუელი მოდელი, ტისლა ლოსანო იმ ქალებს შორისაა, რომლებიც კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელ ფეხბურთელ ლეო მესიზე აფანატებენ. ლოსანომ თურმე ამასწინათ ხმამაღლა და იოგების დაძაბვით განაცხადა, რომ მზადაა ლეოს ყოველგვარი სექსუალური სურვილი შეუსრულოს.
ტისლა ლოსანო მოდელის გარდა, მსახიობიცაა და პერუში გადაღებულ სერიალებშიც ხშირად მონაწილეობს. როგორც ბულვარული მედია იუწყება, დაზუსტებით რთულია იმის დადგენა, ეს ბარძაყმშვენიერი ქალი რამდენჯერაა გათხოვილი, რადგან გათხოვება მისი ერთგვარი ჰობია.
ტისლა ლოსანო 32 წლისაა და ცხოვრების უკანასკნელი 10 წელიწადი, ლეო მესისა არ იყოს, მასაც რბენაში აქვს გატარებული. ოღონდ, ლეოსგან განსხვავებით, ტისლა მწვანე მინდვრის ნაცვლად, სტუდიიდან სტუდიაში დარბის, სადაც სამოსშემოძარცვული მისი სხეულით ტკბობას არასოდეს იზარებენ.







