ნაკლებად ცნობილი შოტლანდიელი ფეხბურთელი, მაიკლ მაკინდოი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბუცები კედელზე დაჰკიდა, ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი პოპულარობა და ცნობადობა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ უფრო მეტად მოიმატებდა.
მაიკლის ცნობილ ადამიანად გადაქცევის მიზეზი, მისი ცოლი, მოდელი ემა ფრეინია, რომელსაც საწმერთულის შემოძარცვა არასოდეს ეზარება და რაგინდარა პოპულარულ ჟურნალებში მის ფოტოებს არცთუ იშვიათად გადააწყდებით. სწორედ ეს ფოტოები გახდა ამ ქალის უზომო პოპულარობის პირველწყარო.
მაიკლ მაკინდოი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მივიდა იმ აზრამდე, რომ ასეთ კისკისა ცოლს სხვანაირი მიხედვა სჭირდებოდა და სწორედ ამიტომაც, ცოლის მენეჯერი თავად გახდა. არაფერი სჯობს იმის ნახვას, მაკინდოი თავად რომ არჩევს იმ ალაგას, სადაც მისმა ცოლმა მკერდ-ბარძაყი უნდა გამოამზეუროს...







