ფეხბურთი

23:04 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” პრაღის “სპარტასთან” წააგო (+VIDEO)

თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური თამაში ჩეხეთის ყველაზე ტიტულიან გუნდ პრაღის “სპარტასთან” ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.

დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, გველესიანი (ტაბატაძე 77), თოთაძე, ჯიღაური (კიტეიშვილი 70), პარუნაშვილი, ბუკორაცი (ჯანელიძე 46), ლობჟანიძე (გუგა 83), ჭანტურიშვილი, მანუელი (მიქელთაძე 77)

“დინამოს” მათე ცინცაძე, გიორგი ჩირგაძე, ლაშა შერგელაშვილი და რენე ფერეირა დააკლდნენ, რომლებმაც ინდივიდუალურად ივარჯიშეს. ასევე, ტრავმირებულ გიორგი პაპუნაშვილსაც არ უთამაშია. აქვე გეტყვით, რომ პრაღელებთან მატჩამდე, დილას “დინამომ” ივარჯიშა.

პრაღელებმა ანგარიში 33-ე წუთზე შალას დარტყმის შემდეგ გახსნეს და პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში “დინამომ” საპასუხო გოლი გაიტანა - ანგარიში თბილისელთა ესპანელმა ახალწვეულმა მანუელმა გაათანაბა. 53-ე წუთზე კრეიციმ პრაღელები ისევ დააწინაურა, ხოლო 73-ეზე დოკალმა საბოლოო წერტილი დასვა.

0.116452