სხვა

0:51 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეორე დამარცხება ბელარუსის ნაკრებთან

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა, რომელიც ბელარუსში იმყოფება ტურნეზე, მეორედ წააგო მასპინძელ თანატოლთა, ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებთან - 20-25.

პირველი თამაში ბელარუსმა 33-29 მოგვიგო, ხოლო იქამდე ჩვენებმა 35-33 დაამარცხეს მინსკის გუნდი. ტურნე 3 თებერვალს დასრულდება,

20-22 მარტს გოგონათა ნაკრებს ქუთაისში ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაცია ელის ნორვეგიის, ჰოლანდიისა და ლიტვის წინააღმდეგ.

1 თებერვალი, მინსკი

ბელარუსი (17წ) - საქართველო (17წ) 25-20

საქართველო: ჩაჩუა, ყაველაშვილი - ჩოგოვაძე 5, ყველაშვილი 4, ღვალაძე 3, გაბისონია 3, კუნელაშვილი 2, ჩოხელი 1, მიხელიძე 1, გიორგაძე 1, ქიტესაშვილი, თეთრაშვილი, ბერიძე, - მწ. ერაძე, გვაზავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090016