ფეხბურთი

18:17 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასრაძის გამარჯვება, ბეგლარიშვილის გოლი

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-19 ტურში ბაქოს აზალ-მა, რომელშიც ლაშა კასრაძე გამოდის, შინ მოქმედ ჩემპიონ “ნეფთჩის” 2:1 მოუგო. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. აზალ-ი 20 ქულით სატურნირი ცხრილში მეექვსეა. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ნახჩევანის “არაზი” დაიშალა და აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 9 გუნდი დარჩა.

ტალინის “ფლორამ” ამხანაგურ მატჩში სილამაეს “კალევს” 4:3 მოუგო. შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი ტალინელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე გოლი გაიტანა. “ფლორას” რიგებში თავი მე-17 წუთზე რუსეთის მოქალაქე ფორვარდმა ირაკლი ლოგუამ გამოიჩინა.

უნგრეთის “დიორმა” ამხანაგურ შეხვედრაში ჩეხეთის “სლოვაცკო” 1:0 დაამარცხა. უნგრელთა რიგებში თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ 58-ე წუთიდან ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112652