ფეხბურთი

12:00 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალია ამხანაგურ მატჩს ინგლისთან ჩაატარებს

როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, “სკუადრა აძურა” 31 მარტს ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

აღნიშნული სპარინგ-მატჩი ტურინში “იუვენტუსის” საშინაო არენა “იუვენტუს სთედიუმზე” გაიმართება. ამხანაგურ შეხვედრამდე 3 დღით ადრე, იტალიელები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის სტუმრად დამარცხებას შეეცდება, ხოლო ინგლისელები 4 დღით ადრე ლიტვას მიიღებენ.

იტალიელებს და ინგლისელებს შორის ბოლო დაპირისპირება 2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე შედგა. მაშინ “სკუადრა აძურამ” “სამი ლომი” 2:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107462