რაგბი

10:33 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩილაჩავას ლელო და გორგოძის ტრავმა...

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის მე-17 ტურის პირველი მატჩი, რაგბის ქართველ გულშემატკივარში ერთდროულად სიხარულისა და გულისტკივილის მომტანი აღმოჩნდა.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” “ბაიონს” უმასპინძლა, 24:17 დაამარცხა და მინიმუმ დღეს საღამომდე სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. სასიხარულოა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში სამივე ქართველმა ითამაშა და რამდენიმე წუთით ისინი მოედანზე ერთად იყვნენ - გორგოძემ და ჩილაჩავამ თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყეს და 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მიქაუტაძე შეცვლაზე 54-ე წუთზე, სამხრეთ აფრიკელი ბაკის ბოთას ნაცვლად შევიდა.

მამუკა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რამდენჯერმე კარგად შეუტია, მეტოქის პირველხაზელები გადააყირავა და სუფთა ქართულ ლელოშიც დიდი წვლილი შეიტანა. 51-ე წუთზე მან წითელი ზონის სიახლოვეს შეუტია და გარშემო სამი მცველი შემოიკრიბა, რაქიდან ბურთი ჩილაჩავამ აიტაცა და მცველების მცდელობის მიუხედავად ჩათვლის მოედანში გადახტა - ეს მისი მეორე ლელოა Top 14-ის მიმდინარე გათამაშებაში. ლევანი შერკინებაშიც კარგად იდგა, ბევრი იმუშავა და საბოლოო მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. სამწუხაროდ, 71-ე წუთზე, რაქში თამაშისას გორგოძეს ფეხი ცუდად ჩაჰყვა და მინდორი კოჭლობით, ექიმების თანხლებით დატოვა. ტრავმის სიმძიმე დღეს საღამომდე გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.073349