ფეხბურთი

2:16 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლავეცის გამარჯვების გოლი

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტური პარიზში ლორან ბლანის გუნდის გამარჯვებით დაიწყო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი პასტორეს პასის შემდეგ მისმა თანამემამულე ლავეციმ გაიტანა. მიუხედავად მოგებისა პსჟ პირველ ადგილზე ვერ გადავიდა, პარიზელები “ოლიმპიკს” ერთი ქულით ჩამორჩებიან.

მატჩი ნორმალური საყურებელი გამოდგა, ორივე გუნდი უტევდა. არ იყო ქაოსური ფეხბურთი, მოთამაშეები ცდილობდნენ დალაგებული შეტევების განხორციელებას.

მარცხის მიუხედავად მონტანიეს მოთამაშეებმა კარგი შთაბეჭდილება დატივეს, განსაკუთრებით აქტიურობდა ნ’ტეპი, რომელმაც არაერთხელ მოახერხა პსჟ-ს მცველთა მოტყუება, თუმცა გოლი ვერც მან და ვერც მისმა თანაგუნდელებმა ვერ გაიტანეს.

ლავეციმ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. დღევანდელი შეხვედრის მსგავსად გამარჯვების გოლის გატანა “მეცთან” გასვლით შეხვედრაშიც მოახერხა.

“რენი” მეათე ადგილზე დარჩა, თუმცა შესაძლოა ჩამოქვეითდეს. მონტანიეს გუნდის კონკურენტები შაბათ-კვირას ითამაშებენ.

პსჟ – “რენი” 1:0 (1:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

პსჟ: სირიგუ, დიანე, სილვა, ლუიზი, მარკინიო, პასტორე (მატუიდი 76), რაბიო (ვერატი 55), კაბაი, ლავეცი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი (ლუკასი 68)

მთავარი მწვრთნელი: ბლანი

რენი: კოსტილი, მორეირა, მექსერი, არმანდი, დიანე, ფერნანდესი, ანდრე (ბრულსი 72), პაიო (ტოივონენი 59), დუკურე, პედრო ენრიკე (ჰაბიბუ 79), ნ’ტეპი

მთავარი მწვრთნელი: მონტანიე

გოლი: 1:0 ლავეცი (პასტორეს პასით 29)

მთავარი მსაჯი: ფილიპ კალტი

გაფრთხილება: ფერნანდესი (27), მარკინიო (36), კაბაი (55)

მეცი   1 - 4    ლილი

შემადგენლობა

მოვლენები

ლანსი   1 - 0    ნანტი

შემადგენლობა

მოვლენები

რენი   0 - 1    ლიონი

შემადგენლობა

მოვლენები

ტულუზა   2 - 3    ნიცა

შემადგენლობა

მოვლენები

კაენი   3 - 2    ევიანი

შემადგენლობა

მოვლენები

სტ. ეტიენი   2 - 1    გენგამი

შემადგენლობა

მოვლენები

ლორიანი   0 - 1    მონაკო

შემადგენლობა

მოვლენები

ბორდო   2 - 1    მონპელიე

შემადგენლობა

მოვლენები

მარსელი   3 - 0    ბასტია

შემადგენლობა

მოვლენები

პსჟ   3 - 2    რეიმსი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.666237