სხვა

0:55 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში ყატარი და საფრანგეთი ითამაშებენ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 1 თებერვალს, ითამაშებენ ტურნირის მახპინძელი ყატარის ნაკრები და ოლიმპიური ჩემპიონი საფრანგეთი. ფრანგებმა მეორე ნახევარფინალში 26-22 დაამარცხეს მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი.

პირველი ტაიმი ფრანგებმა 18-14 მოიგეს და ზღაპრული თამაში აჩვენეს. დასაწყისში გაიბრწყინეს ნიკოლა კარაბატიჩმა და დანიელ ნარსისმა - 3-3 გოლით. კარაბატიჩი გამთამაშებლად იდგა და ნარსისი მარცხენა ინსაიდად, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობაა - ნიკოლა ინსაიდის პიზიციიდანაც გამთამაშებელია, მთელი თამაში მას მიჰყავს და დაცვაშიც ცენტრალური ფიგურაა. ანგარიში 6-6 იყო, როდესაც მიქაელ გიგუ სამჯერ გაიქცა სწრაფ შეტევაში, ვალენტენ პორტმა სასწაული რიბაუნდი მოიგო, 180 გრადუსით შემოტრიალდა და ხელუკუღმა დააბზრიალა ბურთი ახლო კუთხეში, ხოლო 16-ე წუთზე ფრანგების უპირატესობა კრიტიკული გახდა - 12-7.

მანუელ კადენასმა აიღო ტაიმაუტი, გამოცვალა ორივე გარემარბი, ხოლო კარაბატიჩი პერსონალურად ააყვანინა უგალდეს. კარგად შემოვიდა თამაშში ალექს დუიშებაევი, ხოლო როკასმა სხვაობა ორამდე დაიყვანა - 11-13. საფრანგეთი ისევ გაიქცა, 17-13, ხოლო კლოდ ონესტამ თამაშის საშუალება მისცა ყველაზე ახალგაზრდას, მარცხენა ინსაიდ მათიო გრების - შემოსვლისთანავე ბურთი ახალბედაზე ჩათამაშდა და გრებიმ წერტილი დასვა პირველ ტაიმში - 18-14. სრული შთაბეჭდილება შეიქმნა რომ შესვენების შემდეგ საფრანგეთი სხვაობას გაზრდიდა.

მსოფლიო ჩემპიონმა ძალიან ბევრი გაუშვა პირველ ტაიმში და მეორეში უპირველესად დაცვას მიხედა. ამუშავდა ორმაგი კოშკი - მოროს-გვარდიოლას წყვილი, ხოლო საფრანგეთის რესურსიც არაა ამოუწურავი: ნარსისიც და კარაბატიჩი გაიყინნენ თავიანთ 3-3 გოლზე, გრები დაშავდა, უგალდემ მოაწყო ორი გარღვევა, ამუშავდა კანელასი, ბურთების მოგერიება დაიწყო მეკარე პერესმა და 37-ე წუთზე სხვაობა ერთი გოლამდე დავიდა - 18-19, ხოლო პერსონალური მეურვე უკვე კანელასს დასჭირდა.

მაგრამ კიდევ უფრო მაგრად ამუშავდა ტიერი ომაიერი. მან მოიგერია ექვსიდან 4 შვიდმეტრიანი, მოიგერია სულ 20 დარტყმა! 18-19-ზე ესპანეთს ჰქონდა 3 თუ 4 შეტევა გასათანაბრებლად, მაგრამ ყველას აღუდგა ომაიერი, თავის მხრივ პერესმაც ყველაფერი მოიგერია და ეს ანგარიში 6 წუთი იყო ტაბლოზე, სანამ აუღელვებელმა, ფლეგმატურმა სორენდომ არ გაიტანა საკმაოდ რთული ბურთი 6 მეტრიდან, ხოლო მთელი 4 წუთის შემდეგ ნარსისმა დაამატა - 21-18.

მეორე ტაიმი სულ 8-8 მორჩა, იყო ძალიან ხისტი ბრძოლა, არბიტრებმაც მისცეს ორივე გუნდს ამის საშუალება და ჯამში ესპანელები პოლონელებზე არანაკლებ დარჩნენ უკმაყოფილონი მსაჯობით. ესპანეთმა კიდევ ერთხელ შეამცირა სხვაობა 1 გოლამდე 51 წუთზე, მაგრამ სორენდომ ხაზიდან და ჟოლიმ შვიდმეტრიანით ისევ აღადგინეს სამბურთიანი სხვაობა - 24-21.

უგალდე ისევ წავიდა სწრაფ შეტევაში - 22-24, რჩება 5 წუთი, ომაიერი იგერიებს ორმაგ დარტყმას ერთ შეტევაში, ოთხი წუთი გოლი არ გადის და მხოლოდ 59 წუთზე ირკვევა ყველაფერი - ვალენტენ პორტს კუთხიდან გააქვს და ბოლო წუთზე გიგუ წერტილსაც სვამს.

მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge

სპეციალურად, ყატარიდან

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

(1) ლუსაილ არენა - 15 300, (2) ალ სად არენა - 7 700

ნახევარფინალი , 30 იანვარი

--

ლუსაილი. 9000 მაყურებელი. ესპანეთი - საფრანგეთი 22-26

ესპ: პერესი 12/37, სიერა 0/1 - უგალდე 6/5, კანელასი 12/5, რივერა 3/2, როკასი 3/2, დუიშებაევი 4/2, მაკედა 4/2, ტომასი 7/2, აგინაგალდე 3/1, ენტრერიოსი 2/0, გარსია 1/0, გვარდიოლა, მოროსი, როდრიგესი

საფ: ომაიერი 20/42-48% - გიგუ 5/5, პორტი 5/4, სორენდო 6/4, ნარსისი 9/4, ჟოლი 3/3 (3 პენ) , ნ. კარაბატიჩი 7/3, ბარაშეტი 5/2, გრები 3/1, ფერნანდესი 1/0, ლ. კარაბატიჩი

მსაჯები: კრსტიჩი, ლიუბიჩი (სლნ)

ვიდეო: http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/1fnv5hi5kopf91jnjqum82c7nn/title/spain-22----26--france

ლუსაილი. 15 000 მაყურებელი. პოლონეთი - ყატარი 29-31

პოლ: შმალი 4/26, ვიშომირსკი 0/9 - მ. იურეცკი 12/9, იურკევიჩი 7/5, ბ. იურეცკი 3/3, შიბა 3/3, დაშეკი 5/3, ვიშნევსკი 3/2, სიპრჟაკი 4/2, ბელეცკი 2/1, როევსკი 4/1, ხრაპკოვსკი 1/0, კრაევსკი 1/0, გრაბარჩიკი

ყატ: სარიჩი 12/34, სტოიანოვიჩი 0/7 - მალლაში 6/6 (7 პასი), კაპოტე 9/6, ჰასაბ ალლა 5/5, მარკოვიჩი 9/5, რუანი 8/3, მემიშევიჩი 3/2, ჰამდუნი 3/2, ვიდალი 1/1, ბენალი 1/1, მაბრუკი, მადადი, ზაკარი,

მსაჯები: სტოიკოვიჩი, ნიკოლიჩი (სრბ)

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/1xhux6dxiqmhr16qw7jl5pzqcp/title/poland-29---31-qatar

5-8 ადგილები, ალ სადი

ხორვატია 28 - შტრლეკი 8, ჩუპიჩი 5, სლიშკოვიჩი 4, კოპლიარი 3, დუვნიაკი 3

გერმანია 23 - შონგარტი 6, გენსჰაიმერი 6, ზელინი 3

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/ndi8f2kdi3151qpyaicu7xn7u/title/croatia-28---23-germany

დანია 36 - სვანი 13/13, ქრისტიანსენი 7, ლაუგე 4

სლოვენია 33 - გაიჩი 14/12 (6 პენ)

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/1se6bmkvou9pg1ofjhssd6xtnn/title/denmark-36---33-slovenia

--

თამაშის შემდეგ

მიხალ იურეცკი, პოლ: - ყველამ, ვისაც ხელბურთი ესმის, დაინახა, რა გვიქნეს. კვირას დიდ ბრძოლას გავმართავთ ბრინჯაოს მედლებისთვის.

მწვ. მიხაელ ბიგლერი, პოლ: - მადლობა გუნდს იმისთვის, რომ შეასრულა ყველაფერი, რაც წინასწარ დავგეგმეთ. რა თქმა, უნდა, დავუშვით რამდენიმე შეცდომა, უფრო დაცვაში, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ.

კამალალდინ მალლაში, ყატ: - მოგებას ჩვენს ფანებს ვუძღვნი. მზად ვართ, ფინალში ვიბრძოლოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია.

მწვ. ვალერო რივერა, ყატ: - ჩვენ დავგეგმეთ, რომ შესვენებაზე 2-3 ბურთით წინ უნდა ვყოფილიყავით, მოგების შანსი რომ გვქონოდა, რადგანაც პოლონეთმა თითქმის ყველა მატჩის მეორე ტაიმი მოიგო. კარგია, რომ ეს მოვახერხეთ და მერე შევინარჩნეთ მოგება. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა.

მწვ. კლოდ ონესტა, საფ: - ვიცოდით, რომ ასეთ მატჩებში ყველაფერი ბოლო წუთებში წყდება და ამ დროს თამაში შეიძლება ერთმა კაცმა მოიგოს. ასეთი მოთამაშე დღეს ტიერი ომაიერი აღმოჩნდა.

ტიერი ომაიერი, საფ: - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვუგეთ ესპანეთს, რომელსაც ძალიან კარგი ტურნირი ჰქონდა. პირადად მე რაც შემეხება, უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე.

მწვ. მანუელ კადენასი, ესპ: - პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. მეორეში დაცვა გავაუმჯობესეთ, მაგრამ ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, ომაიერმა გადაწყვიტა ყველაფერი. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ ფრანგების წინააღმდეგ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ხულენ აგინაგალდე, ესპ: - ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ფრანგებს ფინალში მოგებას ვუსურვებ, ჩვენ კი ბრინჯაოსთვის ბრძოლა გველის.

--

ფინალი, ლუსაილი

31 იანვარი

17:30 7/8 ადგილები. გერმანია-სლოვენია

20:15 5/6 ადგილები. ხორვატია-დანია

1 თებერვალი

17:30 3/4 ადგილები. პოლონეთი-ესპანეთი

20:15 1/2 ადგილები. ყატარი-საფრანგეთი

---

ინდივიდუალური სტატისტიკა ნახევარფინალის შემდეგ

გოლები: (8 თამაშიდან) დრაგან გაიჩი, სლნ 68 (25 პენ) – (8) ჟარკო მარკოვიჩი, ყატ 60 (12) – (7) როდრიგო სალინასი ჩილ 52 (15) - (6) კირილ ლაზაროვი, მკდ 45 (23) – (7) სიარჰეი რუტენკა, ბლრ 43 (14) - (8) რაფაელ კაპოტე, ყატ 42 (-) – (8) ვალერო რივერა, ესპ 42 (14) – (6) რობერტ ვებერი, ავს 42 (14) - (8) უვე გენსჰაიმერი, გერ 41 (19) – (8) ივან ჩუპიჩი, ხორ 38 (14) – (6) ფედერიკო პისარო, არგ - 37 (9)

პასები: (8) მიქელ ჰანსენი, დან 46 – (8) რაულ ენტრერიოსი, ესპ 29 - (6) ლაზაროვი 28 – (7) ს. რუტენკა 28 – (8) დომაგოი დუვნიაკი, ხორ 27 – (7) სალინასი 26 – (7) მესაუდ ბერკუსი, ალჟ 24 – (8) უროშ ზორმანი, სლნ 24 – (7) ტომაშ ბაბაკი, ჩეხ 22 – (8) იურე დოლენეცი , სლნ 22 - (8) მიხალ იურეცკი, პოლ 22 - (8) შტეფენ ვაინჰოლდი, გერ 22 – (8) მარკოვიჩი 22

გოლი+პასი: (8) მარკოვიჩი 82 - (7) სალინასი 78 – (8) ჰანსენი 77 - (6) ლაზაროვი 73 – (8) გაიჩი 72 – (7) ს. რუტენკა 71 – (8) დოლენეცი 55 – (8) დუვნიაკი 55 – (8) მ. იურეცკი 55 – (8) მადს ქრისტიანსენი, დან 53 – (8) კაპოტე 52 - (6) ფილიპ იხა, ჩეხ 52 – (8) ხოან კანელასი, ესპ 51 - (6) ვებერი 51 – (7) ბერკუსი 51 – (8) მიქაელ გიგუ, საფ 50 – (8) ვაინჰოლდი 50

ჩაჭრები: (8) ჰასან მაბრუკი, ყატ 13 – (6) ტიაგუს სანტოსი, ბრა 12 – (7) მოჯტაბა ალსალემი, საუ 10 - (8) იუსეფ ბენალი, ყატ 9 - აიათალა ჰამუდი, ალჟ 9 - (7) სალინასი 9 - (6) ფელიპე რიბეირო, ბრა 8 – (8) სავიე ბარაშეტი, საფ 8 – (8) მადს ქრისტიანსენი, დან 8 - (8) ნიკოლა კარაბატიჩი, საფ 7

ბლოკშოტები: (8) ვირან მოროსი, ესპ 13 – (8) გედეონ გვარდიოლა, ესპ 13 - (8) ნიკოლა კარაბატიჩი, საფ 12 - (6) ტობიას კარლსონი, შვდ 12 – (8) იაკუბ შიმანსკი, პოლ 11 - (8) მიხალ იურეეცკი, პოლ 11 – (8) იაკოვ გოიუნი, ხორ 11 -– (8) მილადინ კოზლინა, სლნ 11 – (7) სეიად მუსავი, ირა 11

მეკარეები: (8) კარსტენ ლიხტლაინი, გერ - 56/145-39% - (8) ფილიპ ივიჩი, ხორ - 38/100-38% - (8) ტიერი ომაიერი, საფ 96/252-38% - (8) გონსალო პერესი, ესპ 82/215-38% - (6) მატიას ანდერსონი, შვდ 53/147-36% - (8) იანიკ გრენი, დან 36/101-36% - (8) დანიელ სარიჩი, ყატ 61/169-36% - (7) პეტრ შტოხლი, ჩეხ 75/210-36%

---

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

0.117914