სუპერლიგის მონაწილე ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა “ოლიმპმა” მეორე ლეგიონერი, მესამე ნომრად მოთამაშე უკრაინელი დენის ნოსკოვი დაიმატა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ “ოლიმპმა” ერთი ლეგიონერი, სერბი ცენტრალური თავდამსხმელი მარკო დუშკოვიჩი უკვე აიყვანა. ის გუნდში საშობაო და საახალწლო არდადეგების დასრულების შემდეგ ჩაირიცხა.







