კალათბურთი

17:52 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ელიაძემ მემორიალზე ტრავმის გამო ვერ ითამაშა

სუპერლიგის მონაწილე “ბათუმის” ფორვარდმა ლევან ელიაძემ ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ჯგუფურ ეტაპზე ფეხის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ოჩხიკიძემ განუცხადა.
“ელიაძემ ერთ-ერთ მატჩში ბარძაყის კუნთი დაიჭიმა და მემირიალზე თამაში ამის გამო ვერ შეძლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მემორიალზე შესუსტებული შემადგენლობით მოგვიწია თამაში. სავარაუდოდ, ელიაძე ვარჯიშს ამ კვირის ბოლოს განაახლებს,” – გვითხრა ოჩხიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ელიაძემ ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ჯგუფურ ეტაპზე “დინამოსთან” და “მგზავრები არმიასთან” ერთად 4 ქულა დააგროვა და II-IV ადგილები გაიყო. რაც შეეხება ჯგუფის გამარჯვებულს, “შსს აკადემია” გახდა, რომელიც ფინალში იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172982