საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს. საუბარია 19 წლის მცველ ნუგზარ მუზაშვილზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ “პანთრაკიკოსთან” პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. აქამდე ის ხსენებული კლუბის 20-წლამდელებში გამოდიოდა.
პირველ გუნდში მუზაშვილის დებიუტი საბერძნეთის თასზე შედგა. 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში “პანთრაკიკოსი” სტუმრად ოფი-სთან 0:1 დამარცხდა და მუზაშვილმა სრულად ითამაშა.
ოფი-ში გიორგი ლორიამ სრულად ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მყოფი გიორგი მერებაშვილი 36-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ოფი-ს პირველი მატჩში 4:0 მოეგო და 1/4-ფინალში იასპარეზებს.







