ფეხბურთი

17:34 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სელტა” მწვრთნელის გამოცვლას აპირებს

ესპანური Onda Cero-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიგოს “სელტას” ხელმძღვანელებს მთავარი მწვრთნელის გამოცვლა აქვთ გადაწყვეტილი და ედუარდო ბერიცო უმუშევარი უახლოეს მომავალში დარჩება.

ბერიცომ “სელტა” გასულ ზაფხულში ჩაიბარა. მისმა გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო და პირველი 11 თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგო. ვიგოელებმა “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” დამარცხებაც მოახერხეს, თუმცა, მას შემდეგ, ისინი მოგებას ვერ ახერხებენ. უკანასკნელ ათ თამაშში “სელტამ” მხოლოდ 2 ქულა აიღო და ამდენივე გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111236