სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:35 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი პრობლემას ვერ ხედავს

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი სეზონი მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია და გუნდთან არანაირი პრობლემა არ აქვს.

“ჩემსა და “ბაიერნს” შორის პრობლემა არ არსებობს, კონტრაქტს გავახანგრძლივებ. ვფიქრობ, კიდევ 4 წელი შემიძლია მაღალ დონეზე თამაში”, - განაცხადა შვაინშტაიგერმა.

30 წლის ფეხბურთელი “რეკორდმაისტერის” ღირსებას 2002 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგაში ჩატარებულ ექვს მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა.

0.168574