ფეხბურთი

13:25 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარტივი შეკითხვა ჟოზე: “რა მოხდა?”

ლონდონის “ჩელსიმ” ინგლისის ასოციაციის თასზე პირველი ლიგის წარმომადგენელ “ბრედფორდთან” შინ 2:4 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. “არისტოკრატები” აღნიშნულ მატჩს 38-ე წუთზე 2:0 იგებდნენ. შემდეგ კი ქვედალიგელმა 4 უპასუხო გოლი გაიტანა და “სტემფორდ ბრიჯზე” ლონდონელი გულშემატკივრები დაამწუხრა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს შემდეგნაირი კითხვით მიმართა: “მარტივი შეკითხვა ჟოზე: რა მოხდა?”. პორტუგალიელი არ დაიბნა და რაც მთავარია აგრესიული არ გახლდათ.

“მოხდა ფეხბურთი, რომელიც მშვენიერია. პატარა გუნდების მენტალიტეტი განსაკუთრებულია, ისინი ფეხბურთის თამაშით ტკბებიან და მათთან თამაში რთულია. პატივისცემა მინდა გამოვხატო მეტოქის მიმართ, რადგან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარეს. შეხვედრამდე პრესკონფერენციაზეც ვთქვი თუ წავაგებდით ეს იქნებოდა სირცხვილი, ასეც მოხდა და ჩვენი ბრალია. გუნდებს შორის კლასში განსხვავებაა. არის თუ არა ჩემთვის ყველაზე ცუდი შედეგი? დიახ. სპორტში ხდება მსგვასი რამ, როდესაც ძლიერი გუნდი სუსტთან აგებს, თუმცა ასოციაციის თასის სილამაზეც ამაშია. ჟურნალისტი რომ ვიყო, ფეხბურთელებსაც და მწვრთნელსაც მკაცრად გავაკრიტიკებდი.” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

ასოციაციის 1/16-ფინალში ერთმანეთს პრემიერლიგის ლიდერი და პირველი ლიგის მე-7-ადგილოსანი გუნდი დაუპირისპირდნენ. შედეგი კანონზომიერებას არ შეესაბამება, თუმცა “ბრედფორდმა” “არისტოკრატები” გაანადგურა. ბრედფორდელები საკუთარ დივიზიონში მე-7 ადგილზე 36 ქულით იმყოფებიან, ხოლო ლიდერ “სუინდონს” 18 ქულით ჩამორჩებიან. ლონდონელები კი პრემიერლიგას 52 ქულით მეთაურობენ და მეორეადგილოსან “მანჩესტერ სიტის” 5 ქულით უსწრებენ.

dailymail-ის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება, რომელიც კლუბში მოსვლის დროით განისაზღვრა 200 მილიონ გირვანქას შეადგენდა, ხოლო “ბრედფორდის” - 7.5 მილიონს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.571547