ფეხბურთი

22:06 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანი ძირითად ჯგუფში დაბრუნდა

სომხეთის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდმა გენრიხ მხითარიანმა ტრავმა მოიშუშა და თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა.

26 წლის ფეხბურთელმა დაზიანება 13 დეკემბერს, “ჰერტასთან” 0:1 წაგებულ მატჩში მიიღო და მკურნალობა თვეზე მეტხანს გაგრძელდა. კლუბის ოფიციალური თვითერის ცნობით, გენრიხმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში ცოტა ხნის წინ დაიწყო და პარტნიორებს დღეს შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში გენრიხმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ტრავმისა, სომეხი თავდამსხმელის შეძენით ტურინის “იუვენტუსი” დაინტერესდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115585