ფეხბურთი

20:19 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკიმ ნაკრებიდან წასვლის თარიღი დაასახელა

გერმანიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ლუკას პოდოლსკიმ გერმანულ გამოცემა “ბილდთან” ისაუბრა. პოდოლსკის თქმით, იგი კარიერის დასრულებამდე მშობლიურ “კიოლნს” დაუბრუნდება, ხოლო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

“ინტერთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მინდა, ეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა. კარიერის დასრულებამდე კი “კიოლნში” დაბრუნდება მსურს.

“გერმანიის ნაკრებთან ერთად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იქნება. ნაკრებთან ერთად უკვე მივაღწიე მთავარ მიზანს და გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. 2018 წლის მუნდიალზე არ ვფიქრობ, ის ძალზე შორსაა”, - განაცხადა პოდოლსკიმ.

ლუკას პოდოლსკი გერმანიის ნაკრებში 2004 წლიდან ასპარეზობს და დღემდე “ბუნდესგუნდის” მაისურით 121 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129711