კალათბურთი

18:26 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოსო შერმადინი აქტიურ სპორტს დაუბრუნდა

ვეტერანი კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი სოსო შერმადინი, მცირედი შესვენების შემდეგ აქტიურ სპორტს დაუბრუნდა და თსუ-ში ვარჯიშობს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თსუ-ს მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ ჭეიშვილმა განუცხადა.

სოსო შერმადინი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “კანტუს” ცენტრალური თავდამსხმელის გიორგი შერმადინის უფროსი ძმაა. მას საქართველოს რამდენიმე წამყვან გუნდში აქვს ნათამაშები.

შეგახსენებთ, რომ თსუ პირველ ლიგაში თამაშს აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090434