ფეხბურთი

15:00 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქპრ ოსვალდოთი დაინტერესდა

“საუთჰემპტონის” საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელით პაბლო დანიელ ოსვალდოთი ლონდონური “ქუინზ პარკ რეინჯერსი” დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი.

მილანის “ინტერში” იჯარის წესით მოთამაშე ოსვალდოს ბოლო პერიოდში “ნერაძურიში” სიტუაცია აერია. მას ჯერ თანაგუნდელ მაურო იკარდისთან მოუვიდა დაპირისპირება, ხოლო შემდეგ უმიზეზოდ აცდინა ვარჯიშები. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია პაბლომ “ინტერი” დატოვოს. ქპრ-ს ოსვალდოს სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა სურს.

29 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061151