ფეხბურთი

11:49 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოდეგაარდი “რეალში” 2021 წლის ივლისამდე ითამაშებს

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “სტრომსგოსეტის” ყოფილი შემტევი ნახევარმცველი მარტინ ოდეგაარდი კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია “სამეფო კლუბის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. მადრიდელებმა 22 იანვარს ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინეს.

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 წლის სკანდინავიელი მოთამაშე “რეალში” 2021 წლის ივლისამდე დარჩება. ბრიტანული მედია იუწყება, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ “რეალმა” 2.3 მილიონი გირვანქა გადაიხადა. თავდაპირველად ოდეგაარდი კვირაში 40 000 გირვანქას მიიღებს, ხოლო ბონუსების სახით შესაძლოა მისი ხელფასი გაორმაგდეს კიდეც.

ნორვეგიელი ტალანტი ზინედინ ზიდანის დაქვემდებარების ქვეშ მადრიდელთა სარეზერვო გუნდ “კასტილიაში” ივარჯიშებს და თავის გამოჩენის შემთხვევაში მთავარი გუნდის ღირსებასაც დაიცავს.

ოდეგაარდმა ნორვეგიის ეროვნული ნაკრებში გასულ წელს ბულგარეთთან გამართულ ევროშესარჩევ მატჩში 15 წლისა და 300 დღისამ ითამაშა, რითაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113095