ბრემენის “ვერდერში” იჯარის წესით “ვოლფსბურგის” 22 წლის მეკარე კოენ კასტელსი ითამაშებს. ბელგიელი მოთამაშის შესახებ ისაუბრა ბრემენელთა სპორტულმა დირექტორმა ტომას ეიჰენმა.
“მას შეუძლია დაგვეხმაროს კრიზისის დაძლევაში. ასაკის მიუხედავად კასტელსი გამოცდილი ფეხბურთელია და ჩვენს გუნდს გააძლიერებს”, - აღნიშნა ეიჰენმა.
“ვერდერში” გადასულ მეკარეს კონკურენცია 26 წლის რაფაელ ვოლფთან მოუწევს.
სატურნირო ცხრილში “ვერდერი” 17 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება და სათუოა, დარჩება თუ არა პირველ ბუნდესლიგაში.





