ფეხბურთი

18:39 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ლეივა შესაძლოა “ინტერში” გადავიდეს

“სკაი სპორტის” ცნობით, “ლივერპულის” ნახევარმცველი ლუკას ლეივა შესაძლოა მილანის “ინტერში” გადაბარგდეს. აღნიშნული წყაროს ცნობით “ინტერის” ოფიციალური წარმომადგენელი პიერო აუსილიო ინგლისში იმყოფება და “ლივერპულის” ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

“სკაი იტალია” პარალელურად ავრცელებს ინფორმაციას “ტოტენჰემის” ნახევარმცველ პაულინიოსთან დაკავშირებით. “ინტერს” პაულინიოს შეძენაც სურს, თუმცა ამ ეტაპზე პაულინიოს დამატება ნაკლებად მოსალოდნელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116505