დავით ჩაგელიშვილი თურქეთში შეკრებაზე მყოფ ყაზახეთის პირველი დივიზიონის პავლოდარის “კიზილ-ჟარს” შეუერთდა. 28 წლის ქართველი თავდამსხმელი შარშან ხსენებულ კლუბში თამაშობდა და 10 გოლი გაიტანა.
ყაზახური ინტერნეტპორტალის sports.kz-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ფომიჩოვი ჩაგელიშვილს შეკრებაზე დააკვირდება და გუნდში მის დატოვება-არდატოვების საკითხს შემდეგ გადაწყვეტს.
ჩაგელიშვილს ყაზახეთში “კიზილ-ჟარის” გარდა, “ორდაბასისას” და “ოკჟეტპესში” უთამაშია.







