ფეხბურთი

2:11 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” და “ფიორენტინა” მეოთხედფინალში

დღეს, იტალიის თასის კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა. “იუვენტუსს”, “რომას”, “პარმას”, “ლაციოსა” და “მილანს”, “ინტერი” და “ფიორენტინა” შეურთდნენ. გასარკვევი მხოლოდ ერთი გუნდის ვინაობაღა დარჩა. ხუთშაბათს, ბოლო მეოთხედფინალისტს “ნაპოლი” და “უდინეზე” გაარკვევენ.

მილანის “ინტერმა” საკუთარ მოედანზე გენუის “სამპდორია” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. სტუმრები მატჩის დასაწყისშივე კაცნაკლულნი დარჩნენ. შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან ნენად კრსტიჩიჩი გააძევა. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა “ნერაძურიმ” ანგარიში მხოლოდ 71-ე წუთზე გახსნა. თავი კი შვეიცარიელმა ქსერდან შაქირიმ გამოიჩინა, რომელმაც თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა. შეხვედრის ბოლო წუთზე თავი მაურო იკარდიმაც გამოიჩინა, რომელსაც მანამდე თერთმეტმეტრიანი გაეცუდებინა. რობერტო მანჩინის გუნდი იტალიის თასის შემდეგ ეტაპზე “ნაპოლისა” და “უდინეზეს” შორის საუკეთესოს შეხვდება.

ადვილად მოიპოვა შემდეგი ეტაპის საგზური ფლორენციის “ფიორენტინამ”. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, საბოლოო ანგარიშიც პირველი 45 წუთის შემდგომ აღარ შეცვლილა. მასპინძლები მე-6 წუთზე გერმანელმა მარიო გომესმა დააწინაურა, რომელსაც ბოლო დროს კრიტიკა არ მოჰკლებია. “ბაიერნის” ყოფილმა ფორვარდმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან ზურგით მდგომმა მიიღო, კარგად შემოტრიალდა და ლამაზი გოლი გაიტანა. ზუსტად ხუთ წუთში “იებმა” მეორე გაიტანეს. ამჯერად თავი ხუან კუადრადომ თერთმეტმეტრიანით გამოიჩინა. გომესმა 27-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ამჯერად გერმანელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ერთადერთი რაც “ატალანტამ” შეძლო, პრესტიჟის გოლის გატანა გახლდათ. 39-ე წუთზე თავი როლანდო ბიანკიმ გამოიჩინა. “ფიორენტინა” მეოთხედფინალურ სტადიაზე “რომას” დაუპირისპირდება.

“ფიორენტინა” – “ატალანტა” 3:1 (3:1)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

“ფიორენტინა” (3-5-2): ტატარუშანუ; სავიჩი, რიჩარდსი, როდრიგესი; ალონსო, კურტიჩი, ბორხა ვალერო (მატი ფერნანდესი 66), ბადეი, ვარგასი; კუადრადო (დიამანტი 76), გომესი (ბაბაკარი 71)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ატალანტა” (4-4-2): ავრამოვი; სკალონი, სტენდარდო (ბიავა 46), ბელინი, დრამე; სპინაცოლა (დ’ალესანდრო 70), მილიაჩო, ბაზელი, გომესი; ბოაჩი (როსეტი 61), ბიანკი

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლები: 1:0 გომესი (6), 2:0 კუადრადო (11, პენ), 3:0 გომესი (27), 3:1 ბიანკი (39)

გაფრთხილება: ალონსო (81, 84) – ბოაჩი (34), ბაზელი (56), გომესი (68), ბიავა (71), სკალონი (90)

გაძევება: ალონსო (84)

“ინტერი” – “სამპდორია” 2:0 (0:0)

მილანი, “სან სირო”

“ინტერი” (4-2-3-1): კარიცო; დ’ამბროზიო, ანდრეოლი, ჟუან ჟესუსი, დოდო (ობი 90); მედელი, კუჟმანოვიჩი; შაქირი (ბონაცოლი 79), კოვაჩიჩი, პოდოლსკი; იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“სამპდორია” (4-3-1-2): რომერო; კაჩიატორე (სილვესტრე 45), რომანიოლი, გასტალდელო, ვჟოლეკი; კრსტიჩიჩი, მარკიონი, რიცო (დე სილვესტრი 68); სორიანო (დანკანი 46); ჯორჯევიჩი, ოკაკა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 შაქირი (71), 2:0 იკარდი (87)

გაფრთხილება: ანდრეოლი (22), პოდოლსკი (41), შაქირი (63) – ვჟოლეკი (35), რომანიოლი (60), გასტალდელო (78)

გაძევება: კრსტიჩიჩი (11)

Loading...
სტატისტიკა
0.256815