ფეხბურთი

23:05 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2014/15:  21 იანვარს, თასის გათამაშების და ბრინჯაოს ლიგის წილისყრა გაიმართა

21 იანვარს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15წ.წ სეზონის განახლებასთან დაკავშირებით, ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტული სააგენტო SBM-ის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, თასის გათამაშების და ბრინჯაოს ლიგის წილისყრა გაიმართა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასზე, ოქროს და ვერცხლის ლიგის 8-8 გუნდი იასპარეზებს, რომლებმაც 1/8 ფინალური წყვილები ბრმა წილისყრის შედეგად გამოავლინეს.

25.01.2015. თასი. 1/8 ფინალი

ევროპაბეთი - ბორჯომი

სნიკერსი - ერისთავი

ვითიბი ბანკი - საქართველოს ბანკი

ნატახტარი - პრივატ ბანკი

BP GEORGIA - ბანკი რესპუბლიკა

ტატიშვილი - კრედო

GWP – GM ჭიათურა

პროკრედიტ ბანკი - საქრუსენერგო

საპლეიოფო დაპირისპირებები ერთ რაუნდიანი იქნება. 1/8 ფინალური შეხვედრები, კვირას 25 იანვარს გაიმართება.

რაც შეეხება ბრინჯაოს ლიგას, აქ მონაწილეობას დებიუტანტი გუნდები მიიღებენ. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა - 18 გუნდი დაფიქსირდა. წილისყრის შედეგად გუნდები ორ A და B ჯგუფში გადანაწილდნენ.

A ჯგუფი:BP GEORGIA -2, TBC Pay, მფკტატიშვილი, MFC PALERMO, ბიბლუსი, კრედო- ქვემოქართლი, Cleaning Service Group, ევროკრედიტი, თბილისის მერია

B ჯგუფი:ბაქსვუდი -2, VIVUS.GE, გენერალი(კასპი), MediClubGeorgia, Carrefour Georgia, გუჯარი (მცხეთა), ჯოენისკლინიკა, პალიტრამედიაჰოლდინგი, საქართველოსფოსტა

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 5-5 საუკეთესო, რომლებიც ვერცხლის ლიგის ბოლო ექვს ადგილზე გასულ გუნდთან ერთად ასპარეზობას პლეიოფში განაგრძობენ. ბრინჯაოს ლიგის პირველი ტურის მატჩები 1 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ სეზონმა სტარტი გასული წლის ოქტომბერში აიღო. თავდაპირველად გათამაშებაში სუპერლიგის, ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები ჩაერთვნენ. ახლა უკვე ამას თასის გათამაშება და ბრინჯაოს ლიგაც დაემატება. ჯამში, წლევანდელ სეზონში მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობა - 49 გუნდი იღებს მონაწილეობას.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09941