ფეხბურთი

20:54 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოსვალდო 2 დღეა “ინტერის” ვარჯიშზე არ მისულა

მილანის “ინტერის” თავდამსხმელი პაბლო დანიელ ოსვალდო უკვე 2 დღეა ვარჯიშზე არ გამოჩენილა და მისი ადგილსამყოფელი კლუბში არავინ იცის.

როგორც ცნობილია, არგენტინული ფესვების იტალიელ შემტევს თანაგუნდელთან, მაურო იკარდისთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც ის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ბოლო დღეებში კი, 29 წლის ფეხბურთელი ვარჯიშზე საერთოდ არ გამოცხადებულა.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერი” “საუთჰემპტონიდან” იჯარით აყვანილი ფეხბურთელის იანვარში გაშვებას ისედაც გეგმავდა და მოთამაშის ამ ქმედებამ მილანელების პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ოსვალდოს იტალიური კლუბები იწვევდნენ, მაგრამ ბოლო ცნობებით, მისი გადაბირების ყველაზე დიდ სურვილს ინგლისური “ქუინს პარკ რეინჯერსი” გამოთქვამს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065765