ნბა-ს 4-გზის ჩემპიონი შაკილ ონილი ფლორიდის შტატის ქალაქ დორალში სარეზერვო პოლიციის ოფიცერი გახდა.აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
შაკმა გასული წლის სექტემბერში პოლიციაში საბუთები შეიტანა. ონილს სამსახურში ხელფასი არ ექნება.
შაკმა საკალათბურთო კარიერა 2011 წელს დაასრულა, რის შემდეგაც დღემდე ტელეწამყვანად მუშაობს.







