ფეხბურთი

21:00 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუსთვის მესი მოტივატორია

2014 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ფრანგულ გამოცემა “ფრანს ფუტბოლს” ესაუბრა. პორტუგალიელი ვარსკვლავის თქმით, მესი მას მოტივაციას მატებს. იქვე დასძინა, რომ მანუელ ნოიერიც და არგენტინელიც “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებდნენ.

“ოქროს ბურთს” მანუელ ნოიერის ანაც ლიონელ მესის სახით ღირსეული მფლობელი ეყოლებოდა. მანუელმა საოცარი სეზონი ჩაატარა, მესიმ კი თავიდან სუსტად დაიწყო, მაგრამ ფანტასტიური მუნდიალი ჩაატარა. ვფიქრობ, სამივე ვიმსახურებდით ამ ჯილდოს, მაგრამ მჯერა, რომ ჩემი გამარჯვება დამსახურებული იყო.

“ოქროს ბურთის” მეოთხედ მოგება ჩემთვის იდეალური იქნებოდა. ამ მხრივ ლიონელ მესი ჩემი მოტივატორია”, - განაცხადა 29 წლის თავდამსხმელმა.

კრიშტიანუ რონალდუს “ოქროს ბურთი” აქამდე სამჯერ მოუგია, 2008 წელს “მანჩესტერის” რიგებში, 2013 და 2014 წლებში კი “რეალის” შემადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111066