ფეხბურთი

11:52 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ატლეტიკომ” როდრიგესი “პარმაში” გაანათხოვრა

იტალიური მედიის მტკიცებით, ურუგვაის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “ატლეტიკოს” საკუთრებაში მყოფი კრისტიან როდრიგესი კარიერას “პარმაში” იჯარის წესით გააგრძელებს.

29 წლის შემტევი პარმელების ღირსების დაცვას მიმდინარე სეზონის დასრულებამდე შეძლებს და შემდეგ ესპანეთში დაბრუნდება. სამხრეთ ამერიკელი უკვე იტალიაში იმყოფება და კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს. “პარმას” სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნება. როდრიგესის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს.

ურუგვაის და იტალიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე შემტევი “როხიბლანკოს” რიგებს 2012 წლის ზაფხულში “პორტუდან” შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა “ატლეტიკოს” მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062046