ფეხბურთი

20:07 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პარდიუს ყოფილი შეგირდი სურს

“კრისტალ პალასის” ახალი მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კლუბის გაძლიერებას გეგმავს. Daily Star-ის ცნობით, პარდიუს “არწივების” რიგებში ყოფილი შეგირდის პაპის დემბა სისეს ხილვა სურს.

53 წლის სპეციალისტი და აფრიკელი ფორვარდი “ნიუკასლში” ერთად ორი წლის განმალობაში მუშაობდნენ და პარდიუს დიდი სურვილი აქვს, რომ 29 წლის ფორვარდი კვლავ გაწვრთნას.

სისეს “ნიუკასლთან” მოქმედი კონტრაქტი 2017-წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 7 მილიონი ევროა.

მიმდინარე პრემიერლიგაში სისემ 13 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112004