ფეხბურთი

2:40 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბარიოსის დღე

საფრანგეთის ლიგა 1-ში 21-ე ტურის ექვსი მატჩი გაიმართა. გამორჩეული შეხვედრა გაიმართა “მეცის” საშინაო არენაზე, სადაც მასპინძლები “მონპელიემ” 3:2 დაამარცხა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ბარიოსმა, რომელმაც სამი გოლი გაიტანა და უდიდესი როლი შეასრულა გუნდის გამარჯვებაში.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი “მეცის” სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა ბარიოსის გოლების ხარჯზე შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს.

გამარჯვება მოიპოვა ფურნიეს “ლიონმა.” მათ გასვლაზე “ლანსის” კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. პირველ შემთხვევაში საკუთარი კარში გაიტანა გბამინიმ, ხოლო მეორე გოლი ლაკაზეტის ანგარიშზეა.

უკანასკნელ ადგილზე მყოფმა “კაენმა” 4:1 დაამარცხა “რეიმსი,” თუმცა გარანდეს გუნდი კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ექვსი გოლიდან გამარჯვებულმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანეს.

“ლორიენმა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა “ლილი.” 21 წლის ფრანგმა რაფაელ გერერომ მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა.

ბერნარდო სილვას გოლმა სამი ქულა მოუტანა “მონაკოს.” 20 წლის ცაციამ “ნანტის” კარი 73-ე წუთზე აიღო. სილვამ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მისი გოლები ორივე შემთხვევაში სამი ქულის მომტანი აღმოჩნდა.

“ტულუზასა” და “ბასტიას” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ლუკა კიკაბიძე განაცხადში არ იმყოფებოდა, ხოლო ლიგა 1-ში ზედიზედ მეოთხე მატჩი არ წააგო.

ლანსი – ლიონი 0:2 (0:2)

ამიენი, “სტად ლიკორნე”

ლანსი: რიუ, კანტარი, სილა (გულამი 55), ბულენგერი, გბამინი, ელ ჟადუ (მადიანი), ვალდივია, ნომენიანაჰარი, ბურიგუდი (სიპრიენი 85 ), კულიბალი, ჩავარია

მთავარი მწვრთნელი: კომბუარე

ლიონი: ლოპესი, ჟალე, დაბო (მუემბა 77 ), როუსი, უმტიტი, გონალონსი, გეზალი (გურკუფი 87), ფერი (მალბრანკი 90), ფეკირი, ტოლისო, ლაკაზეტი

მთავარი მწვრთნელი: ფურნიე

გოლები: 0:1 გბამინი (ავტოგოლი 21), 0:2 ლაკაზეტი (თერთმეტმეტრიანი 26)

მთავარი მსაჯი: ამურ დელერუ

კაენი – რეიმსი 4:1 (3:1)

კაენი, “სტად მიშელ დორნანო”

კაენი: ვერკუტრი, იაჰია, და სილვა, იმორუ, აპია, სუბე ( საეზი 82 ), ფერეტი, კანტე, პრივატი (დუჰამელი 86 ), კოიტა, ნანგისი

მთავარი მწვრთნელი: გარანდე

რეიმსი: პლასიდე, ბურილონი, ტაკალფრედი, რობერჟე (ვებერი 77 ), გლომბარდი, მავინგა, დევუ (მფულუ 86), ნ’გოგი, შარბონერი, დე პრევილე, კურტეტი

მთავარი მწვრთნელი: ვასური

გოლები: 1:0 რობერჟე (ავტოგოლი 3), 2:0 პრივატი (8), 1:2 შარბონერი (თერთმეტმეტრიანი 27), 3:1 იაჰია (29), 4:1 კოიტა (ავტოგოლი 76)

მთავარი მსაჯი: ნიკოლას რეინვილე

გაფრთხილება: ბურილონი (14), დევუ (32), კანტე (70), შარბონერი (78)

ლორიენი – ლილი 1:0 (0:0)

ლორიენი, “ლე მუსტოირი”

ლორიენი: ლეკომტე, პედრინიო, ბელუგა, ლე გოფი, ლაუტოა, გერეირო, მოსტეფა, მესლუბი, უტრეტი (სუნუ 79), ბრუნო (გაპკა 71 ), ჟენო

მთავარი მწვრთნელი: რიპოლი

ლილი: ენიამა, როზენჰალი, კიაერი (ბერია 32 ), კორჩია, სიდიბე, მავუბა, დელაპლასე (მარკოს ლოპესი 70), ფრეი (კუბემბა 18), ბუფალი, ტრაორე, რუქსი

მთავარი მწვრთნელი: ჟირარი

გოლი: 1:0 გერეირო (59)

მთავარი მსაჯი: ფილიპ კალტი

გაფრთხილება: პედრინიო (38), კუბემბა (43), მოსტეფა (84)

მონაკო – ნანტი 1:0 (0:0)

მონაკო, “ლუი მეორე”

მონაკო: სუბასიჩი, რაჯი, კურზავა (ეჩიეჟილე 74), ფაბინიო, დიალო (დირარი 64), ვალასე, მოუტინიო, კარასკო, სილვა, ბერბატოვი, მარტიალი (ჟერმაინი 68)

მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი

ნანტი: რიუ, ვეინაუ, სისოკო, გომისი, ვისკარონდო, დუქსი, ბედოია (ბანგურა 86 ), ვერეტუტი, ნ’კუდუ (ბესატი 74 ), გაკპე (უდელი 75 ), ბამუ

მთავარი მწვრთნელი: დერ ზაქარიანი

გოლი: 1:0 ბერნარდო სილვა (73)

მთავარი მსაჯი: სებასტიან დესაჟე

გაფრთხილება: გაკპე (38), კარასკო (59)

ტულუზა – ბასტია 1:1 (0:0)

ტულუზა, “მუნიციპალი”

ტულუზა: აჰამადა, ნინკოვი, გრიგორე, ტისერანდი, სპაჟიჩი, კანა (ლარაბი 87 ), დიდო (პესიჩი 73), ტრეხო (ბრეითვაითი 69), რეგატინი, ბლინი, ბენ იედერი

მთავარი მწვრთნელი: კასანოვა

ბასტია: ლეკა, მოდესტო, სკილაჩი, პალმიერი, კონი (რომარიკი 78), პეიბერნსი, ჟილე, კაჰუზაკი, ბუდებუზი, მაბულუ ( კონე 13 ), აიტი

მთავარი მწვრთნელი: პრინტანტი

გოლები: 0:1 აჰამადა (ავტოგოლი 48), 1:1 ბრეითვაითი (77)

მთავარი მსაჯი: ფრანკ შნეიდერი

გაფრთხილება: კონე (47), გრიგორე (84)

მეცი – მონპელიე 2:3 (2:1)

მეცი, “სტად სენტ-სიმფორიენი”

მეცი: კარასო, მილანი (ანდრადა 75), რივიერეზი, პალომინო, ბუსმანი, მალუდა, ნ’დაუ, ლეჟუნი, კრივეტსი ( ნ’სორი 60), ნ’გბაკოტო, სარი (ფალკონი 46)

მთავარი მწვრთნელი: კარტიე

მონპელიე: ჟურდრენი, კონგრე, ჰილტონი, ელ კუტარი, მარვუა, ლასნე ( დეპლანე 77), დაბო (კამარა 87), მარტინი (ბერიგუდი 67), სანსონი, ბარიოსი, მუნიე

მთავარი მწვრთნელი: კურბისი

გოლები: 0:1, 2:2, 2:3 ბარიოსი (თერთმეტმეტრიანი 17, 53, 69), 1:1 ნ’გბაკოტო (თერთმეტმეტრიანი 20), 2:1 ბუსმანი (38)

მთავარი მსაჯი: ალექსანდრ კასტრო

გაფრთხილება: დაბო (17)

0.117522