ფეხბურთი

17:09 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსას" ვარსკვლავების კვალზე (VIDEO)

კატალონიის "ბარსელონას" youtube-ს ოფიციალურმა გვერდმა "ბლაუგრანას" აკადემიის გასული კვირის 5 საუკეთესო გოლის ვიდეო დადო. თქმაც არაა საჭირო, თუ რამდენი ცნობილი ფეხბურთელი გამოზარდა ესპანურმა გრანდმა, "ბარსას" პატარა ფეხბურთელები კი მთავარი გუნდის მოქმედ და ყოფილ ფეხბურთელებს კვალში უდგანან. ბავშვების ოცნებაა მთავარი გუნდის მაისურით "ნოუ კამპზე" მატჩი ჩაატარონ და ისინი სათამაშო ხარისხს ნელ-ნელა აუმჯობესებენ. აღნიშნულ ვიდეოში ჩანს თუ რა დონის ბავშვები ჰყავს "ბარსელონას". ერთ- ერთმა ფეხბურთელმა ისან სანჩესმა კუთხურიდანაც კი გაიტანა გოლი. უყურეთ ვიდეოს და თქვენ თვითონ შეაფასეთ, აქვს თუ არა ამ ხუთ ფეხბურთელს წარმატებული მომავალი.

0.151942