ქალთა შორის საქართველოს 72-ე ეროვნულ ჩემპიონატზე მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა. ამჯერად კარგად გამოიყურებოდნენ აუტსაიდერები, მეცხრე-მეათე ადგილებზე მყოფი ალექსანდრა ვახანია და მერი ჟორჟოლიანი. ეს უკანასკნელი ერთპიროვნულ ლიდერ ბელა ხოტენაშვილს, ხოლო ვახანია პირველ სამეულში მყოფ სოფო გვეტაძეს დაუზავდა. ხოტენაშვილის წაბორძიკებით ისარგებლა ნინო ბაციაშვილმა, რომელმაც თეთრებით ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლელა ჯავახიშვილი დაამარცხა და დაგროვილი ქულებით ხოტენაშვილს წამოეწია. ამრიგად, მიმდინარე ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა.
მეექვე ტურის ტექნიკური შედეგები:
სოფო გვეტაძე - ალექსანდრა ვახანია 0,5-0,5
ნინო ბაციაშვილი - ლელა ჯავახიშვილი 1-0
ანა კუჭავა - სალომე მელია 0-1
მერი არაბიძე - ნინო ხურციძე 1-0
მერი ჟორჟოლიანი - ბელა ხოტენაშვილი 0,5-0,5
სატურნირო მდგომარეობა ექვსი ტურის შემდეგ:
1-2 ხოტენაშვილი, ბაციაშვილი 4,5-4,5 ქულა
3-4 გვეტაძე, არაბიძე 4-4
5-6 ხურციძე, მელია 3-3
7 ჯავახიშვილი 2,5
8-10 კუჭავა, გვახანია, ჟორჟოლიანი 1,5-1,5







