სხვა

22:07 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ოდიშარია: “ყიფიანი გადაწყვეტილებებს პირადი მოსაზრების მიხედვით იღებს”

სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მისმა ყოფილმა მოადგილე თამაზ თევზაძემ საჯაროდ გააკრიტიკა. თევზაძემ ყიფიანს რეფორმების სათანადოდ ვერგატარების გამო უსაყვედურა. მინისტრის წინააღმდეგ ასევე კრიტიკული განცხადება გააკეთა პაროლიმპიური კომიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა ლევან ოდიშარიამ.

“სამწუხაროდ ბატონი ლევანი არაკომპეტენტურ პირია. მისი გადაწყვეტილებები დაფუძნებულია პირად შეხედულებებზე. თანამშრომლის განსხვავებული მოსაზრება, აზრი მისთვის მიუღებელია”, - აღნიშნა ოდიშარიამ.

ლევან ოდიშარიას განცხადებას “მოამბესთან” საუბარში გამოეხმაურა პაროლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლალი აფციაური.

“თუნდაც ის ფაქტი, რომ მე ამირჩია 54-მა კანდიდატმა, სამართლიან არჩევნებზე მიუთითებს. ჩემი მოსვლის შემდეგ პაროლიმპიურმა კომიტეტმა მუშაობა გააქტიურა. ჩემამდე 3 სპორტსმენი გვყავდა, ხოლო ამჟამად მათი რიცხვი სამოცია”, - განაცხადა პაროლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა აფციაურმა.

“მე და ლევან ყიფიანს შორის არსებობდა განსხვავებული შეხედულებები იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც არ გატარდა”, - აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე თამაზ თევზაძემ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხრიდან თამაზ თევზაძის სიტყვებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ეკა კვიტაშვილი გამოეხმაურა.

“ბატონი ლევან არ აპირებს თამაზ თევზაძესთან პოლემიკაში შესვლას - გამომდინარე იქიდან, რომ მასსა და თამაზ თევზაძეს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ და თანამშრომლები იყვნენ”, - აღნიშნა “მოამბესთან” საუბარში ეკა კვიტაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117993