ფეხბურთი

12:22 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოზეს “ვერდერი” არ აინტერესებს

გერმანული “ბილდის” ინფორმაციით, რომის “ლაციოს” ცენტრალური თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე ბრემენის “ვერდერში” დაბრუნებას არ განიხილავს. ევროპულ მედიაში გავრცლელებული ბოლოდროინდელი ინფორმაციის თანახმად, გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მის ყოფილ კლუბში დაბრუნებას აპირებდა.

ვეტერანი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მოედანზე საშუალოდ 33 წუთს ატარებს და სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის. შესაბამისად, ევროპული მედია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ლაციოს” რიგებიდან მის აბარგებას წინასწარმეტყველებს.

თავდამსხმელს რომაელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და 2015 წელს საფეხბურთო კარიერის დასრულებასაც გეგმავს, თუმცა “ბილდის” ინფორმაციით, კლოზემ შესაძლოა კარიერა MLS-ში გააგრძელოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064554