ფეხბურთი

16:00 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ადამაძე “ტორპედოში” დაბრუნდა

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” კიდევ ერთი ახალწვეული გურამ ადამაძეა.

26 წლის ცენტრალური მცველი ქუთაისელებს 15 იანვარს შეურთდა და ივარჯიშა. ადამაძემ მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრე გორის “დილაში” გაატარა, სადაც 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მისთვის “ტორპედო” უცხო ნამდვილად არაა, რადგან ზაფხულში გორელთა კლუბს სწორედ ქუთაისიდან მიაშურა.

“დილასა” და “ტორპედოს” გარდა, ადამაძეს კარიერის განმავლობაში თბილისის “ვიტ ჯორჯიაში” უთამაშია, რომელშიც 2009-2013 წლებში გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108627