ფეხბურთი

14:44 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე სხვა რეჟიმით ემზადება

პოლონური ბიალისტოკის “იეგიელონიას” მთავარმა მწვრთნელმა მიხალ პრობიერცმა მიმდინარე წლის დასაწყისში ნიკა ძალამიძის ამხანაგურ მატჩებში არგამოსვლის მიზეზი ახსნა.

მისი თქმით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სხვა რეჟიმში ემზადება და როგორც “შუვალკისთან” (0:1), ასევე “კრაკოვიასთან” (2:1) მატჩები ამიტომ გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასას პირველ ეტაპზე ძალამიძემ 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

0.113557