ჭადრაკი

20:32 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამი ნახევარფინალისტი ცნობილია

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრების შემდეგ 3 ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა, მეოთხეს კი დამატებითი ტაიმი გამოავლენს, რომელიც 15 იანვარს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება. ერთმანეთს მიხეილ მჭედლიშვილი და თორნიკე სანიკიძე დაუპირისპირდებიან, რომლებმაც მეოთხედფინალურ სერიაში ორივე შეხვედრა ყაიმით დაასრულეს. მათ შორის გამარჯვებულს ნახევარფინალში მერაბ გაგუნაშვილი ელოდება, რომელმაც მეოთხედფინალურ სერიაში ლუკა პაიჭაძე 1,5-0,5 დაამარცხა.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ლევან ფანცულაია და დავით ჯოჯუა დაუპირისპირდებიან. ჯოჯუამ ყუფარაძეს 1,5-0,5 მოუგო, ხოლო ფანცულაიამ დავით ბენიძე 2-0 დაამარცხა. ფანცულაია მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი მოჭადრაკეა, რომელმაც ოთხივე შეხვედრა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092449