ფეხბურთი

16:34 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი “გურიას” შეუთანხმდა

თბილისის “დინამოს” ყოფილი განაპირა მცველი გიორგი მჭედლიშვილი დიდი ალბათობით კარიერას ლანჩხუთის “გურიაში” გააგრძელებს.

22 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ ლანჩხუთელებს პირობებზე შეუთანხმდა. მჭედლიშვილი შარშან ზაფხულში “ვიტ ჯორჯიადან” “დინამოში” გადავიდა, სადაც 6 მატჩი ჩაატარა.

მას კარიერის ქუთაისის “ტორპედოში” გაგრძელების შანსიც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ეს ტრანსფერი არ შედგა.

მჭედლიშვილს “ვიტ ჯორჯიასა” და “დინამოს” გარდა, თბილისის “ლოკომოტივში” და მარტვილის “მერანში” უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113936