ფეხბურთი

4:18 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” ესპანეთის თასს დაემშვიდობა

ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრების პირველმა სათამაშო დღემ სენსაციურად ჩაიარა. გათამაშებას კოპა დელ რეის ფინალში გასვლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი “ვალენსია” გამოეთიშა, რომელიც გასვლაზე “ესპანიოლთან” დამარცხდა.

“ღამურებს” პირველი შეხვედრა სახიფათო ანგარიშით (2:1) ჰქონდათ მოგებული. ნუნუ ესპირიტო სანტომ ექსპერიმენტებს მიმართა და შემადგენლობაში რამდენიმე სათადარიგო მოთამაშე დააყენა, რამაც საბოლოოდ არასასურველი შედეგი გამოიღო. გადამწყვეტი ეპიზოდი მე-14 წუთზე მოხდა, შკოდრან მუსტაფიმ უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი და სერხიო გარსია აკრძალული ილეთით შეაჩერა, რაც იგლესიას ვილანუევამ ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და გერმანელს წითელი ბარათი უჩვენა. აქედან მოყოლებული, მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, რომელთაც შემდეგ ეტაპზე გასაღწევად ერთი ბურთის გატანა სჭირდებოდათ. “ვალენსიამ” დაცვაში დაიხია და თითქმის მთელი შეხვედრა უშეცდომოდ თამაშობდა, მაგრამ “ღამურები” სათადარიგოთა მეკარემ იოელმა დააღალატა, რომელიც გამოსვლაზე უხეშად შეცდა და შეცვლაზე შემოსულ ფელიპე კაისედოს გაატანინა. კაცნაკლული სტუმრები წინ წავიდნენ, თუმცა კონტრშეტევა გამოეპარათ და 89-ე წუთზე კაისედომ დუბლი გაიფორმა. “ესპანიოლი” შემდეგ ეტაპზეა, ხოლო “ვალენსია” მოულოდნელად 1/4 ფინალს მიღმა დარჩა.

დღის მეორე შეხვედრაში უდავო ფავორიტად “მალაგა” ითვლებოდა, რომელსაც პირველი მატჩი 2:0 ჰქონდა მოგებული “ლევანტესთვის”. ანდალუსიელებმა “სიუდად დე ვალენსიაზე” გამართული მატჩის პირველ ნახევარშიც იმავე ანგარიშით იმარჯვეს, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები სხვანაირად განვითარდა. შეცვლაზე შემოსულმა ბარალმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი ბურთი რაფაელ მარტინსმა გაიტანა და “ლევანტე” გათამაშებას ღირსეულად გამოეთიშა.

ესპანიოლი – ვალენსია 2:0 (0:0)


ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ჰ.მორენო, ალვარო, ხ.ლოპესი (კაისედო 76), დუარტე, ა.გონსალესი, კანიასი, ლუკასი, ს.გარსია, ვ.ალვარესი (სევილია 63), სტუანი (ვ.სანჩესი 86).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ვალენსია (3-4-2-1): იოელი, ვეზო, მუსტაფი, ოტამენდი (პარეხო 85), ე.პერესი, ა.გომეში, ფუეგო, დე პაული (ორბანი 68), ბარაგანი, გაია, ალკასერი (ნეგრედო 34).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლები: კაისედო 79;89.
გაფრთხილებები: კანიასი, ვ.ალვარესი, ს.გარსია – ვეზო, დე პაული, ბარაგანი
გაძევება: მუსტაფი 14.
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 10(4)-2(2), კუთხური: 9-2, სეივი: 2-2

ლევანტე – მალაგა 3:2 (0:2)

ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-2-3-1): ხ.ფერნანდესი, როდასი, ხუანფრანი, ტონიო, პ.ლოპესი, ელ ადუა, კამარასა, გავილანი (ხუმეტრა 61), ელ ჟარი (ბარალი 61), რ.გარსია, რ.მარტინსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

მალაგა (4-2-3-1): ოჩოა, ანხელერი (ფილიპენკო 64), მ.ტორესი, კასადო, როსალესი, ხუანპი (დარდერი 78), რესიო, ლ.ალბერტო, ჰორტა, სამუელი (კასტილიეხო 70), ხუანმი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლები: 0:1 ჰორტა (22), 0:2 რესიო (39), 1:2;2:2 ბარალი (71,74), 3:2 ხუანფრანი (85).
გაფრთხილებები: გავილანი, პ.ლოპესი, ბარალი – დარდერი
გაძევება: ბარალი 89.
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 11(4)-8(5), კუთხური: 6-1, სეივი: 3-1

0.135236