ჭადრაკი

0:45 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო ლეგენდათა კომენტარები

მომავალი წლებისთვის ჭადრაკისთვის მრავალმილიონიანი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებას ქართული საჭადრაკო სკოლის ლეგენდები – ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი გამოეხმაურნენ.

მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ამისთვის!

ნონა გაფრინდაშვილი

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული; მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი.

მივესალმები ჭადრაკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებას და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ბიუჯეტი გათვლილია 4 წელიწადზე. ამ პროგრამის მთავარი მოვლენა 2018 წელს ბათუმში დაგეგმილი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაა. საჭადრაკო ფორუმი, სადაც 180 ქვეყანა გამოაგზავნის თავის ნაკრებ გუნდებს, ამას დაემატება ათასობით სტუმარი საჭადრაკო სამყაროდან. რაც, თავისთავად დიდი რეკლამაა ზღვისპირა ბათუმისთვის.

იმედია, ყველა ღონისძიება ჯეროვნად ჩაივლის...

მაია ჩიბურდანიძე

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 10-გზის გამარჯვებული; მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი.

ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ჭადრაკის აღზევება. დამტკიცდა ოთხწლიანი სახელმწიფო პროგრამა. იმედია, პროგრამით დაგეგმილი ყველა ღონისძიება ჯეროვნად ჩაივლის.

ბოლო წლების განმავლობაში მოჭადრაკეებს გვაკლდა ყურადღება, თითქოს არავის ახსოვდა ჩვენი წარმატებები. 2008 წელს დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამარჯვებამაც არ იმოქმედა ჭადრაკის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაზე.

წარმოაჩინეთ საკუთარი შესაძლებლობები!

ნანა იოსელიანი

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 5-გზის გამარჯვებული; მსოფლიოს 2-გზის ვიცე-ჩემპიონი.

მივესალმები საქართველოში 2015-2018 წლების ჭადრაკის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებას. ჩვენ მომავალ თაობას ეძლევა რეალური შანსი წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები!

0.113123