ფეხბურთი

14:42 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ასტონ ვილა” “ვალენსიას” ხილის ტრანსფერზე შეუთანხმდა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” ნახევარმცველი კარლეს ხილი კარიერას ბირმინგემის “ასტონ ვილაში” გააგრძელებს. ინგლისელები “ღამურებს” ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 3.25 მილიონ გირვანქას გადაუხდიან და ტრანსფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს ახალგაზრდა 22 წლის ესპანელი “ასტონ ვილასთან”. ხილის ტრანსფერი კი უკვე გადაწყვეტილია.

პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” 22 ნომერმა სულ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11367